პოლიტიკა
გამოკითხულთა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას - NDI
NDI -ის კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ამომრჩეველთა მოსყიდვა, შევიწროვება და ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვა წარმოადგენს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესს საშუალოდ (47 პროცენტი) ან კარგად (29 პროცენტი) გაუძღვება.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი პასუხობს, „არცერთი პარტია“ ან „არ ვიცი“. კიდევ ერთ კითხვაზე, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი. ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 68 პროცენტია.
იმ ადამიანების ნახევარი, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას, გადაუწყვეტელია.
„გადაუწყვეტელი ამომრჩევლების დიდი რაოდენობა პოლიტიკური პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და პარტიებს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, რათა დააინტერესონ ამომრჩევლები, შესთავაზონ პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები და დაანახონ, თუ რითი განსხვავდებიან თავიანთი ოპონენტებისგან“, - აცხადებენ NDI-ში.
გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, ვინც რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერს მხარს, 23 პროცენტი ირჩევს „ქართულ ოცნებას“, 9 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4-4 პროცენტი „ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოსა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, 3 პროცენტი კი - „ლეიბორისტულ პარტიას“.
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, რიცხვები მნიშვნელოვნად არ იცვლება:
„ქართული ოცნება“ - 22 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 7 პროცენტი, „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ - 3 პროცენტი. მათგან, ვინც სავარაუდოდ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 27 პროცენტი ასახელებს „ქართულ ოცნებას“, 8 პროცენტი - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და 3 პროცენტი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპულ საქართველოს“.
„იმ პირობებში, როცა საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, ხოლო გადაწყვეტილი ამომრჩევლების რაოდენობა ასეთი დაბალია, გამოკითხვის შედეგები არ იძლევა არჩევნების შედეგების წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. ამის ნაცვლად, ეს შედეგები უნდა აღვიქვათ, როგორც ნიშანი იმისა, რომ პოლიტიკური არენა კვლავაც ღია და, ამასთან, არაპროგნოზირებადია“, - ამბობს თორნტონი.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


