სამართალი
გამოკითხული პირების ინფორმაციით, თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია - ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფირცხალაძის ადვოკატების განცხადებით, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები მასზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ადვოკატებმა, მერაბ ჩიქოვანმა და გაგი მოსიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მტკიცებულებების სახით შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვის ოქმები წარუდგინეს, რომლითაც, მათივე თქმით, დასტურდება, რომ ფარცხალაძეზე აგრესიის ავტორი თავად ლაშა თორდია იყო.
ყოფილი მთავარი პროკურორის ინტერესების დამცველების განცხადებით, მათ მიერ გამოკითხულია შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, მათ შორის კაფე ”ელ ცენტროს” თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ არავითარ მასშტაბურ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
მათივე თქმით, ინციდენტის შემდეგ გენერალურ აუდიტორს არ გამოუძახებია სამართალდამცველები და დარჩა კაფე „ელ ცენტროში“, რაც ასევე ეჭვს იწვევს, რომ თორდიას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდა.
"გამოკითხული პირები განმარტავენ, რომ ე.წ. ინციდენტის დაწყებისათანავე ფარცხალაძისადმი აგრესიულად განწყობილი თორდია განეიტრალდა პირადი დაცვის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენების საფუძველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ლაშა თორდია სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრციხავ განცხადებებს ავრცელებდა. პირველ განცხადებაში, მისი თქმით, ექვსი პირი მონაწილეობდა, თუმცა ჩვენს მიერ გამოკითხული კაფე-ბარის თანამშრომლები, მათ შორის დაცვის წევრები, ვინც იმ საღამოს იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, განმარტავენ, რომ თორდიას მიერ დრამატიზირებულ შემთხვევას, მასზე მასშტაბურ თავდასხმას, ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა ჩიქოვანმა.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


