საზოგადოება
,,გამოიძიე ღირსების საქმე“ - ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს
„ჩატარდეს ობიექტური გამოძიება“, „ხელები შორს სკოლისგან“ - ამ შინაარსის პლაკატებით სამეგრელოს სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით ,,გამოიძიე ღირსების საქმე“ იმართება. საპროტესტო აქციას ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია მართავს.
შენგელია საქმის ობიექტურ გამოძიებას, ასევე განათლების მინისტრის, მისი მოადგილეების, გენერალური ინსპექციის უფროსისა და იმ ორი თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, ვინც ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში შემოწმებაზე შევიდა და მისი შეფასებით, არასათანადო დასკვნა დაწერა.
შენგელიას მტკიცებით, ია კერზაია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, რის გამოც, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ბაჩანა შენგელია გუშინ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ია კერზაიას შვილი შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლას უკავშირებს. შენგელიას თქმით, ის საგამოძიებო უწყებაში იმისთვის დაიბარეს, რომ გიორგი გახარიას დეპუტატების კითხვაზე სათანადო პასუხი გაეცა.
შენგელიას თქმით, დედამისის საქმე ცხადყოფს, რომ მასწავლებლებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და სწორედ გამოძიებამ უნდა აჩვენოს გაგრძელდება თუ არა პედაგოგებზე ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა.
ცნობისთვის, ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი გარდაცვალება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების მეორე ტურში მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება, რა დროსაც , ბაჩანა შენგელიას თქმით, ია კერზაიას მდგომარეობა გაუარესდა და მან ინსულტი მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


