პოლიტიკა
გამოიძახეს პოლიცია, ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს რექტორის, გია ხუბუას კაბინეტიდან, ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი, მთელი ღამე იქ გავათენეთ, თოკებით ამოგვქონდა წყალი - გიორგი გოგოლაშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის შესახებ ისაუბრა.
გოგოლაშვილის განცხადებით, გია ხუბუას რექტორობისას მისი კაბინეტიდან პროფესორები ძალით გამოიყვანეს, ამის შემდეგ აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში პოლიციის დახმარებით, კარი ჩაუკეტეს.
„გია ხუბუას უნდა შევხვედროდით კონკურსის თემაზე. გადაწყდა, შეხვედროდა თენგიზ სანაძე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარეობა ვთხოვეთ, ჯემალ მებონია, ავთანდილ არაბული, მე და შოთა ვაშაკიძე. შოთა ვაშაკიძეს უარი უთხრა რექტორმა შეხვედრაზე, რადგან ის ამერიკის მოქალაქე იყო, ჩვენთანაც მუშაობდა და იქაც. შევხვდით ჩვენ ოთხნი. პირველი, რაც შეხვედრაზე გვითხრა, კონკურსებზე არ ვილაპარაკოთ და დანარჩენზე, რაზეც გსურთ, ვისაუბროთო. გაოცებული ვეკითხებით, რა ხდება? კონკურსების საკითხი გადაწყვეტილიაო. უხმოდ ავდექით, გამოვედით და გაგრძელდა პროტესტი. ამას მოჰყვა შემდეგ ის ცნობილი 3 ივლისის ამბავი, როცა ჩაგვკეტეს. ჯერ საბუთების მიღება არ არის დაწყებული და კიდევ გვგონია, რომ შეიძლება შევაჩეროთ კონკურსების დაწყება და საბოლოო დანგრევა უნივერსიტეტისა. საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, რომელიც მიჰყავდა თენგიზ სანაძეს, ცნობილ აკადემიკოსს, ფიზიკოსს. იმ სხდომაზე მე მომიხდა გარკვეული მოხსენების გაკეთება. ჯემალ მებონიას, რომელიც ცნობილი ფიზიკოსი გახლავთ და წლების მანძილზე იყო ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე, ვთხოვეთ, ეთავა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და უნდა მოგვეთხოვა ხუბუასთვის, დაეტოვებინა უნივერსიტეტი. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ამ მოთხოვნით საბჭოს წევრები ჩავედით ხუბუასთან კაბინეტში. ეს არის ის ცნობილი 3 ივნისი. არ ელოდა ხუბუა ჩვენს ამ წინადადებას. ამას მოჰყვა შემდეგ ის, რომ გამოიძახეს პოლიცია, გოგა გრიგალაშვილი იყო საპატრულო პოლიციის უფროსი. ახლაც მახსოვს ერთ-ერთ დანაყოფში გეგეჭკორი იყო და ისევ ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს ხუბუას კაბინეტიდან. შემდეგ ავედით სააქტო დარბაზში და ვთქვით, რომ პროტესტს გავაგრძელებთ, ვიდრე უნივერსიტეტს არ დატოვებს გია ხუბუა. მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი ძალიან დიდია, 600 ადგილამდეა იქ და მოხდა საოცარი რაღაც, ჩაგვიკეტეს დერეფანში გამოსასვლელი კარი, აჭედეს საპატრულო პოლიციის დახმარებით. დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი კიბე, რომელიც ჩამოდიოდა ქუჩაში. ჩვენთან ერთად იყო თითქმის მთელი იმდროინდელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი ღამე იქ გავათენეთ, არც წყლის, არაფრის საშუალება არ მოგვცეს. თოკებით ამოგვქონდა წყალი. ხუბუას როცა დაელაპარაკნენ, რომ არ შეიძლება ასეთი მდგომარეობა, მან თქვა: „თქვენ ღუპავთ, პოლიტიკოსები, ესენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხია“. მეორე დღეს მომიხდა პირდაპირ ეთერში გამოცხადება, რომ „აქციას ვწყვეტთ“. ამას მოჰყვა ჩვენი დაბარება პროკურატურაში. ხუთ კაცზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მაგრამ ამ პროტესტის გამო შეშინდნენ და გადააკვალიფიცირეს, ხულიგნებად გამოგვაცხადეს. საბოლოოდ, სამწუხაროდ ჩატარდა კონკურსები და ეს საზოგადოება უნივერსიტეტს მიღმა დარჩა“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


