სამართალი
გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს - პროკურორი
გამოძიების ფარგლებში გამოკვლეული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც წარსულში არასდროს ყოფილა არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად საიდუმლო თანამშრომელი, - განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, თბილისის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ დაადასტურა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში დაცვის მხარის მოწმე ყოფილი სამართალდამცველი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს, თითქოს ირაკლი მამალაძე არის აგენტი.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ დღეს აღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა საქმეზე, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
“თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ირაკლი ფირცხალავას საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით თითქოს ირაკლი მამალაძე არის აგენტი და საიდუმლოდ თანამშრომლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დადასტურდა, რომ ირაკლი ფირცხალავა აკეთებდა ცრუ განცხადებებს. შესაბამისად, წარვადგინეთ გამოძიების შედეგები სასამართლოზე. ჩვენ ირაკლი ფირცხალავასთან გვექნება კითხვები, თუ რატომ აკეთებდა ცრუ განცხადებებს”, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის პირველი მოწმე ირაკლი ფირცხალავა უნდა დაიკითხოს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


