სამართალი
გამოძიების ამ ეტაპზე, საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე - ფონდ ,,იავნანას“ საქმის პროკურორი
გამოძიებას პაატა ბურჭულაძესთან კითხვები კონკრეტული მგზავრობის დაფინანსების, ქონების შეძენისა და სხვა ხარჯების მიზნობრიობაზე ექნება, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა, რომელიც ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის მოწმის სახით გამოკითხვის პროცესში მონაწილეობს.
"გამოძიების პერიოდში ამოღებულია ფონდ „იავნანას“ დაფუძნებიდან 2017 წლის ჩათვლით დოკუმენტაცია. მათი შესწავლის პირობებში გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და მათ შორის საეჭვო გარემოება ფონდის კუთვნილი თანხების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გამოძიებას აქვს კითხვები ფონდის დამფუძნებელთან და მის ყოფილ პრეზიდენტთან. დღეს სწორედ ამ საკითხებზე მოხდება მისი მოწმის სახით გამოკითხვა, მაგისტრ მოსამართლესთან თავად პაატა ბურჭულაძის მოთხოვნის შესაბამისად", - განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
კითხვაზე, იკვეთება თუ არა ამ საქმეში ვინმეს, მათ შორის პაატა ბურჭულაძის ბრალეულობის საკითხი, პროკურორმა აღნიშნა, რომ ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისი თქმით, საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე, რაზეც პროკურატურას კითხვები გაუჩნდა.
"ცალკეული საკითხები ეხება მგზავრობის დაფინანსებებს, კონკრეტული ქონების შეძენის მიზნობრიობას, ასევე სხვა მიმდინარე ხარჯებს, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებას არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა აქვს. გამოძიების ამ ეტაპზე საუბარია რამდენიმე ასეული ათასი ლარის ხარჯვის მიზნობრიობაზე", - განაცხადა პროკურორმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


