უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 დეკემბერი, 2018 12:40
font-size

გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოკვეთისთვის, როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი - გიორგი გახარია

თბილისში უკრაინული ბატალიონი „დონბასის“ 7 წევრის დაკავების შესახებ შს მინისტრი პირველ განმარტებას აკეთებს.

გიორგი გახარიას თქმით, 6 უკრაინელი და ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაკავების საქმეზე გამოძიებას შს სამინისტროსთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

შს მინისტრის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მიზნით იმყოფებოდნენ უკრაინელი მებრძოლები საქართველოში და რაში სჭირდებოდათ ის იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც მათი დაკავებისას ამოიღეს.

რაც შეეხება ვერსიას დაკავებულების რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან კავშირის შესახებ, შს მინისტრი აცხადებს, რომ ეჭვების დონეზე შეიძლება ამ საკითხზე საუბარი.

მისივე თქმით, ეს ეჭვი ჩნდება მათი დაკითხვებისა და მიცემული ჩვენებების მიხედვით, თუმცა გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდებია და გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს.

„გამომდინარე ძალზედ სენსიტიურებიდან ამ პოლიტიკური პროცესების , რომელიც არჩევნებიდან გამომდინარეობს, რა თქმა უნდა ასეთი ეჭვები არსებობს მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროს, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის თბილისში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ ეჭვია. გამოძიება მიმდინარეობს მოტივის გამოკვეთისთვის, როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფურად საქართველოში ჩამოსულთ 27 ნოემბერს,“ - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

მათ ბრალად იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო-შეძენა შენახვა ედება.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი