სამართალი
გამოძიება არაა მათემატიკა, რომ დაჯდე და განტოლება დაწერო, ეს არის რთული კომპლექსური პროცესი - ირაკლი შოთაძე
„გამოძიება არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და განტოლება ამოხსნა, გამოძიება კომპლექსური პროცესია“, – ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვას, რატომ არ ან ვერ მოხდა მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმლის ამოღება.
შოთაძის განმარტებით, გამოძიებას გამომძიებელი საკუთარი სტრატეგიითა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს.
„გამოძიება, ზოგადად აღებული, არ არის მათემატიკა, რომ დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოიყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული კომპლექსური პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებლები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ იმ დროს გააჩნიათ. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და განსხვავებული“, – განაცხადა შოთაძემ.
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი კომისიის სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ასევე დღესვე დაგეგმილია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


