სამართალი
გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სოსო ოხანაშვილი
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი პროკურატურაში მისი დაკითხვის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
ოხანაშვილი მის ხელმეორედ დაბარებას პროკურატურაში არ გამორიცხავს.
"მე ვიყავი გამოძახებული როგორც მოწმე, რადგან ვარ პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და ეს უშუალოდ ამ თემას ეხებოდა, იმიტომ, რომ უსაფრთხოების საკითხია. დამიბარეს, ჩავფრინდი გაირკვა და გამოვფრინდი უკან. დაახლოებით ვიცოდი რა თემას ეხებოდა,"-განაცხადა ოხანაშვილმა.
დაკითხვის დეტალებზე პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი განმარტებით, ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის დოკუმენტზე.
,,მე ბოლომდე ვითანამშრომლებ პროკურატურასთან, იმიტომ, რომ გამოძიებული უნდა იქნას ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები. მე არსად არ გავრბივარ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ოხანაშვილმა.
ცნობისათვის: მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


