პოლიტიკა
გამგებელს შეიძლება მერი ეწოდოს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კარგია იქნება თუ გამგებელს მერი ეწოდება.
პარლამენტის სპიკერი მიიჩნევს, რომ მერს და გამგებელს ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ, თუმცა ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია.
„გამგებელს შეიძლება მერი ეწოდოს, რაც ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკაა. მერი ადგილობრივ დონეზე უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ამიტომ, ეს ტერმინი აპრობირებულია. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს გონიათ, რომ მერი და გამგებელი სხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, მერს და გამგებელს ზუსტად ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ. უბრალოდ, ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი - მერი გამოვიყენოთ. ცვლილება ინსტიტუტს არ ეხება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას და არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება. სწორი იქნება, მხოლოდ ერთი სახელწოდების, ერთი ტერმინოლოგიის დამკვიდრება “, - განაცხადა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


