პოლიტიკა
გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავ - კახა კუკავა
,,თავისუფალი საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, კახა კუკავა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
,,ქართული პოლიტიკური სისტემა „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მიერ სრულადაა მონოპოლიზირებული. ქართული საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არ იქნებიან ამ დაჭაობებული სისტემის ნაწილი.
შესაბამისად, ვპირდები საზოგადოებას, რომ „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წესით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დავნიშნავ რეფერენდუმს შეკითხვით: „გსურთ თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.
თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს რეფერენდუმს, მივიღებთ ახალ მრავალპარტიულ პარლამენტს, სადაც არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ გადამწყვეტი როლი არ ექნებათ. თუ მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მე საკუთარი სურვილით გადავდგები პრეზიდენტის პოსტიდან“, - აცხადებს კახა კუკავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


