პოლიტიკა
გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება - ალექსანდრე ელისაშვილი
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ, ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება იქნება, - განაცხადა თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა კომპანია ”სითი პარკის” სათავო ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პირობა იქნება ”სითი პარკისთვის” ჯარიმის გადახდა, რომელიც კონტრაქტის დარღვევისთვის დაეკისრება ქალაქის მერიას.
”ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რასაც ხელს მოვაწერ იქნება ”სითი პარკის” თბილისიდან გაშვების განკარგულება. ამის შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, რომელსაც ექნება სამი პირობა - ”სითი პარკთან” გადასახდელი ჯარიმა, ისე რომ მოსახლეობას არ მოუწიოს თანხის გადახდა, საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნა და პარკინგის სისტემის მოწყობა”, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


