უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2025 12:12
font-size

გალტ & თაგარტმა საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორზე ვორქშოპი გამართა

საქართველოს ბანკში საწყობებისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის შესახებ გალტ & თაგარტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი ჩატარდა, სადაც დარგის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში. ამის გათვალისწინებით, გალტ & თაგარტმა მოამზადა კვლევა, რომელიც თბილისის საწყობების ინდუსტრიის მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე იყო ფოკუსირებული.

გალტ & თაგარტის კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 40%-მდე ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს. პარალელურად, იზრდება მიწოდებაც – 2025-26 წლებში დაგეგმილი პროექტები არსებულ სასაწყობე ფართს 33%-ით გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე, ასევე გაიზარდა იჯარის ფასებიც. თბილისში მშრალი საწყობის საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე $5-6 ფარგლებში მერყეობს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია.

ვორქშოპზე ასევე განხილული იყო სასაწყობე ინდუსტრიის სხვადასხვა მოდელები, ევროპის ქვეყნების გამოცდილება და საქართველოს ბაზრის თავისებურებები.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. დარგის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის კვლევის შედეგები გავაცანით, ხოლო მათი ჩართულობა, როგორც გამოკითხვაში, ისე დისკუსიაში ძალიან ღირებული იყო. ამ შეხვედრის მიზანი იყო ბაზრისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მიგვეღო უკუკავშირი, რათა უკეთ მოვერგოთ ბიზნესის საჭიროებებს და მივიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.

„სასაწყობო და ლოგისტიკის სექტორი სწრაფად ვითარდება საქართველოში, ხოლო ბაზრის ტენდენციებზე დროული ინფორმირებულობა ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტ როლს ასრულებს. გალტ & თაგარტში, როგორც კვლევების მიმართულებით მოწინავე ორგანიზაციაში, მუდმივად ვცდილობთ, ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენს პარტნიორებს ღირებული და საჭირო ინფორმაცია გავუზიაროთ და მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ“, — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი