საზოგადოება
გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა
გალტ & თაგარტი, როგორც წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, მომხმარებლებზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვას აგრძელებს. ამ მიზნით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader-ის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებლებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა. ახალი ფუნქციონალების დახმარებით, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ივაჭრონ დამატებით საფონდო ბირჟებზე აშშ-ში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, შესაბამისად, უკეთ შეძლონ საკუთარი პორტფელის ეფექტიანად დივერსიფიცირება.
გარდა აღნიშნული სიახლისა, G&T Trader-ში უკვე ხელმისაწვდომია აქტივების კლასების დიდი არჩევანი, როგორებიცაა: აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX. ამით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ, პორტფელი მრავალფეროვანი აქტივებით დააკომპლექტონ და მეტად მოქნილი გადაწყვეტილებები მიიღონ.
კიდევ ერთი ბენეფიტი, რომლითაც გალტ & თაგარტის მომხმარებლებს სარგებლობა შეუძლიათ, გახანგრძლივებული სავაჭრო საათებია, რადგან განახლების შედეგად, მომხმარებელი ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე ტრანზაქციების 24 საათიან რეჟიმში განხორციელებას შეძლებს.
მორიგი სიახლეა ისიც, რომ პირველად G&T Trader-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე — წილადობრივი ობლიგაციები.
კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა პლატფორმის ინტერფეისი — სასურველი ფუნქციონალების საჭიროებისამებრ მორგება და ინტერფესის გადაწყობა ახლა უკვე მარტივადაა შესაძლებელი.
პლატფორმას ბაზრის ტენდენციებზე დროულად რეაგირებისთვის დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები. G&T Trader-ის მეშვეობით ასევე შესაძლებელია აქციების გაფილტვრა ამა თუ იმ კრიტერიუმის მიხედვით და სავაჭრო ინსტრუმენტების შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება.
აქციების გრაფიკების ანალიზისთვის პლატფორმას ასევე დაემატა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტი — Trading View.
აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით. თითოეული ფუნქციონალი კი მიზნად ისახავს ინვესტორებისთვის დამოუკიდებლად ვაჭრობის გამოცდილების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android);
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


