უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2025 11:36
font-size

გალტ & თაგარტმა ADB-ის კონფერენციაზე მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოცდილება გააზიარა

საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ქეთევან თოიძემ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე „Regional Workshop on GSSS Bonds“ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

ღონისძიება მდგრადი დაფინანსების თემატიკას დაეთმო და ერთდროულად, საქართველოსა და სომხეთში, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას რეგიონის ქვეყნებს შორის.

პანელურ დისკუსიაში საქართველოსა და სომხეთის ის წამყვანი კომპანიები მონაწილეობდნენ, რომლებიც მდგრადი კაპიტალის ბაზრებზე აქტიურად ოპერირებენ. პანელისტებმა აუდიტორიას საკუთარი წარმატების, გამოწვევებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, აზიის განვითარების ბანკმა კი კაპიტალის ბაზრებზე მისი, როგორც ტრანზაქციების მხარდამჭერის, როლი მიმოიხილა.

“საქართველოში, მდგრადი დაფინანსების სფეროში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა უკვე არსებობს, თუმცა, დამატებით განვითარების პოტენციალიც მაღალია. დისკუსიების ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაგვეზიარებინა როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ მოთამაშეებთან. მსგავში შეხვედრები ქმნის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას და რეგიონის, როგორც სანდო საინვესტიციო არეალის, უკეთ პოზიციონირების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტი ამ პროცესში საქართველოსა და სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ.

„აზიის განვითარების ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოსა და რეგიონში ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან თანამშრომლობის ფარლგებშიც არაერთ წარმატებულ განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა. მდგრადი დაფინანსების სფერო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფად ვითარდება, საქართველო და სომხეთი კი ამ ბაზარზე სანდო აქტორებად ყალიბდებიან. მწვანე, სოციალური, და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები პირველ რიგში კომპანიებს მმართველობის ახალ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება, რაც როგორც საოპერაციო ისე ფინანსურ ოპტიმიზაციაში აისახება. ეს, ასევე, ხელს უწყობს როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების მოძიებასა და ახალი დაფინანსების შესაძლებლობების შექმნაში. ჩვენ ვაგრძელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას დაძლიერი სამოქმედო ჩარჩოების შექმნას საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. - ამბობს ტატო ცინცაძე, აზიის განვითარების ბანკის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი კავკასიაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი