უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 სექტემბერი, 2025 17:38
font-size

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური EDGE სერტიფიკატი მიიღო

საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, საინვესტიციო ბანკის ჩართულობით, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) მიიღო.

EDGE მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია International Finance Corporation-ის მიერ შემუშავებული სასერტიფიკაციო სისტემაა. იგი აფასებს, თუ რამდენად ეფექტიანია შენობა წყლის, ენერგიისა და სამშენებლო მასალების რესურსების გამოყენებისა და დაზოგვის კუთხით და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს წარმოადგენს.

კომპანია „აი ჯი დეველოპმენტმა ჯორჯიამ“ მოიპოვა EDGE Advanced სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ მისი ენერგიის მოხმარება სტანდარტულ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ზე მეტით არის შემცირებული.

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ გახდა პირველი კომპანია როგორც კორპორაციულ, ასევე უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელმაც EDGE Advanced სერტიფიკატი მოიპოვა.

სერტიფიკატი როგორც გლდანისა და საბურთალოს სითი მოლებს, ასევე საბურთალოს ბიზნეს ცენტრს - სითი თაუერს მიენიჭა.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც ბაზარზე ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი პროცესები გავიარეთ სერტიფიცირების პროცესში და მოხარული ვართ, რომ კომპანიამ EDGE Advanced დონის სერტიფიკატი მიიღო. ეს მდგრადი განვითარების მიმართ კომპანიის ხედვასა და უძრავი ქონების სექტორში მის მოწინავე პოზიციებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ გალტ & თაგარტის ჩართულობით, კომპანიამ მნიშვნელოვანი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც საბოლოოდ როგორც ბიზნესსექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

„2022 წლიდან „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თანამშრომლობს „გალტ & თაგარტთან“ და ამ პერიოდში წარმატებით განახორციელა ხუთი მსხვილი ობლიგაციის ემისია. კომპანიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში, საქართველოს კორპორაციული და უძრავი ქონების ბაზარზე პირველი მსხვილი დეველოპერია, რომელმაც მასშტაბური სავაჭრო ცენტრების პროექტები წარმატებით განახორციელა“, – აცხადებს ლევან მესხელი, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

„აი ჯი დეველოფმენტი“ თბილისში ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს — „სითი მოლი საბურთალოს“ და „სითი მოლი გლდანს“, ასევე ბიზნეს კომპლექს „სითი თაუერს“ ფლობს, რომლებიც 100%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს და თანამედროვე ბაზრის მაღალ მოთხოვნებს პასუხობს. EDGE Advanced სერტიფიკატის მიღებით, კომპანია ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს აჩვენებს და მდგრადი განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვისკენ გზას ხსნის.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი