პოლიტიკა
გახარია, შენ ხარ მკვლელი - ლევან ხაბეიშვილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებაში შს მინისტრს ადანაშაულებს
„გახარია, შენ ხარ მკვლელი“, - ასეთი ტრანსფარანტით მივიდა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელთანაც მან აქცია-პერფორმანსი გამართა.
მისი მტკიცებით, სწორედ გიორგი გახარია კურირებდა სამეგრელოში არჩევნებს და ამიტომაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას მისამართით განხორციელებულ ზეწოლაში ეს უწყებაც ჩართული იყო.
ხაბეიშვილის განცხადებით, ია კერზაია არის გიორგი გახარიას მსხვერპლი.
„ერთი რამ მინდა ვკითხო შინაგან საქმეთა მინისტრსა და ხელისუფლებას. ან ასეთი თანამდებოდა რად უნდათ, ან ასეთი ხელისუფლება რად უნდათ, ან ასეთ ძალაუფლება რად უღირთ, ან დედა არ ჰყავთ, ან ბებია არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი, ან ოჯახი არ ჰყავთ? ქალბატონი ია კერზაიაა არის პირდაპირი მსხვერპლი გიორგი გახარიასი. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, დარჩეს თანამდებობაზე და სამწუხაროდ, ლაჩრულად, ეს ადამიანი უკვე მერამდენე დღეა იმალება და არანაირ განცხადებას არ აკეთებს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით და მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. თქვე კარგო ადამიანებო, თქვე კაი ხალხო, ეს რომ მომხდარიყო წინა ხელისუფლების დროს, ხომ დაიწვავდით თავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, ძალოვან უწყებებთან. დღეს რატომ არცერთი თქვენგანი არ აპროტესტებს იმას, რაც დატრიალდა ქალბატონ ია კერზაიას ოჯახში?“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ია კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 2 დეკემბერს ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. ია კერზაიას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ კი რეანიმაცულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა 26 ნოემბერს ბაჩანა შენგელიამ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან სკოლაში ინსპექტორების შესვლას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი ერთი კვირის განმავლობაში შემოწმების მაგივრად „ჩვეულებრივ რეპრესიას“ ახორციელებდა. შენგელიას განცხადებით, ამ დროის განმავლობაში პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგებისა და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ დედამისი მიუხედავად არაერთი „შეთავაზებისა“, არ გახდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი და არჩევნების წინ არ გადასცა მათ ე.წ. მომხრეების სია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


