პოლიტიკა
გახარია ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები - ნიკა მელია
ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო, - ასე აფასებს წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარიას მისვლას, კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი,ნიკა მელია გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, “გახარია ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები.“
“ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია“, - ამბობს მელია.
“ყველაზე საგანგაშო ჩემთვის რაც შეიძლება ყოფილიყო, პროცესი თავიდან ბოლომდე იყო უკანონო. გუშინდელი დღის დაიჯესტი თუ შეიძლება გაკეთდეს, ბატონი გახარია, ივანიშვილზე იმიტომ კი არ განაწყენდა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, არამედ იმაზე, რომ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მან აიღო სადავეები. ვერასოდეს გავიგებ, რატომ უნდა დავეკავებინე ვასილ მაღლაფერიძეს და რატომ უნდა შეეთანხმებინა პრემიერ მინისტრს ვასილ მაღლაფერიძესთან, მაკა ბოჭორიშვილთან, სუბართან და სხვებთან, ეს რა შუაში იყო.
ის რომ ეს გუნდი ასე იღებდა გადაწყვეტილებებს და პოლიტიკური პატიმრები 2019-20 წლებში არსებობდნენ და დღესაც ხომ არსებობს და არსებობს, ბევრმა ვიცოდით და ბევრმა არა. ჩემი მიზანი არაა, თავს დავესხა გახარიას, რადგან მიზანი გაცილებით დიდია. არც ის იქნება ჩემი ამოცანა, რომ მომავალში თავს დავესხა ქალბატონ ზურაბიშვილს ან ნებისმიერ წინა ხელისუფლების მეხოტბეს და დასაყრდენ ბურჯებს. ის რომ მე სამსაჯური სახელმწიფოს ვესროლე არის სიყალბე და ტყუილი, რაზედაც თანხმდებოდა გუშინდელი “ოცნების“ ორივე მხარე. მე ის სამაჯური ვესროლე ბიძინა ივანიშვილს და ოლიგარქიას. გამოწვევა სახელმწიფოს კი არა ოლიგარქიას გავუკეთე, რომელსაც ახლა თავად გახარია სამართლიანად აკრიტიკებს,”-ამბობს მელია.
ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისიაზე მისვლას ვერ გააპროტესტებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დასაფასებელია და მას ამის უფლება ჰქონდა.
“მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე“, - განაცხადა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას.
მესმის გახარიასი, სპეციფიურ გარემოში იყო, სიტყვა არაერთხელ გაექცა, მაგრამ ის, რომ ამით ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია მოხდა ან მოხდებოდა, ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა. დასაფასებელია მისი გადაწყვეტილება, მან ეს ნაბიჯი გადადგა, არავის მორიდებია, წავიდა და 6 საათი ადვილიც არ არის, დადგე და იმ ადამიანებს ელაპარაკო, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ იერიში მოიტანეს შენზე. მას ამის უფლება ჰქონდა, ეს გააკეთა, მთავარია, იყოს გულწრფელი“, - განაცხადა მელიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


