უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2025 15:29
font-size

გაიცანი ლინუკა ლომთათიძე, საქართველოს ბანკის და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Miami Ad School-თან თანამშრომლობით ნიკა გუჯეჯიანი სახელობის სასტიპენდიო პროგრამა შექმნა.

ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ჩააბარონ Miami Ad School Europe-ის პორტფოლიო პროგრამაზე და ისწავლონ სრული დაფინანსებით.

წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული ლინუკა ლომთათიძე გახდა და ოქტომბრიდან არტ-დაირექშენის მიმართულებით ისწავლის.

“არასოდეს წარმომედგინა, რომ ოდესმე ამ კონკურსში გავიმარჯვებდი. მაგრამ რამდენიმე თვით ადრე მიზნად დავისახე, ბოლომდე მებრძოლა. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდე და, საბოლოოდ, ჩემი დიდი ხნის ოცნება რეალობად იქცა”, - აღნიშნავს ლინუკა.

ლინუკა დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო განათლება მას ახალ ჰორიზონტებს გაუხსნის და შეძლებს საკუთარ „პატარა სამყაროსა“ და გლობალურ კრეატივს შორის საზღვრები გადალახოს.

ჟინი, რომელიც მიზნამდე მიგიყვანს

ჟინი, რომელმაც ლინუკა გამარჯვებამდე მიიყვანა, მისთვის დღესაც ყველაზე ძლიერი მოტივაციაა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია.

“ჩემთვის ჟინი ნიშნავს მწველ სურვილს, რომელიც არ გაჩერებს და სულ ახალ მიზნებს გთავაზობს. ის არის გულის ყველაზე დიდი აჩქარება – როცა მიზანი გაშინებს, მაგრამ მისთვის მაინც ყველაფერს დათმობ”, - გვიყვება ლინუკა.

სწორედ ამიტომ, იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც პროფესიულ ცხოვრებაში განვითარება სურთ, ურჩევს, აუცილებლად გადადგან ეს ნაბიჯი.

“არასოდეს დანებდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რომ არ გამოვა ან სიგიჟეა, არავის მოუსმინოთ. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გულს. ყველა და ყველაფერი დაივიწყეთ და ბოლომდე იბრძოლეთ, რადგან როცა ძალისხმევას დებ, მას სამყარო არასოდეს გიკარგავს – ყველაფერი უკან გიბრუნდება. ყველა „სიგიჟე“, რასაც გულით მოისურვებთ, აუცილებლად ახდება”, - ამბობს ლინუკა.

პორტფოლიო, რომელმაც მას წარმატება მოუტანა, შეგიძლია ნახო ვებგვერდზე lomtatidzelinuka.com.

ლინუკას ამბავი დასტურია, რომ დიდი ოცნებებიც კი რეალობა ხდება, როცა მას მთელი გულით და მონდომებით ემსახურები.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის განაცხადების მიღების ვადა უკვე დასრულებულია, შეგიძლია დაიწყო მომავალი წლისთვის მზადება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი