საზოგადოება
„გაგვიწიიეთ მყისიერი და გონივრული დახმარება“ - გიდები საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავენ
გიდები საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს covid 19 ის გამო მსოფლიოში შექმნილმა კრიზისმა მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სექტორი. სახელმწიფოს მხრიდან კრიზისიდან გამოსვლის ქმედითუნარიანი გეგმის არქონის გამო, შემოსავლის და დახმარების გარეშე დარჩენილი ტურიზმის სფეროში დასაქმებული ბევრი ოჯახი სიღარიბის ზღვარეზეა.
"ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები მოვითხოვთ:
1.მოხდეს გიდის, როგორც პროფესიული თანამდებობის აღიარება აღიარება და განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.მოხდეს დეტალური ახსნა-განმარტება ეკონომიკის მინისტრის მიერ 07.05.2020-ში გაჟღერებული 5 მილიონის შესახებ, ტურისტულ კომპანიებსა და გიდებზე დახმარების სახით გადანაწილებასთან დაკავშირებით,
3.სახელმწიფომ ტურიზმის სექტორში მომუშავე პერსონალი ( გიდები, მძღოლები და ა.შ) ცნოს დაზარალებულად.
ა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ტურიზმის სექტორში იყვნენ დასაქმებულები და რომლებსაც 2020 წელს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აღარ უფიქსირდებათ შემოსავალი ტურისტული საქმიანობიდან, სახელმწფოს მიერ გაეწიოთ დახმარება და დაურიგდეთ კომუნალური ვაუჩერები 2020 წლის დარჩენილი კვარტლების განმავლობაში. (შემდგომში ხელახალი გადახედვის უფლებით).
ბ. დაზარალებულად იყვნენ ცნობილნი ტურიზმის სექტორის ის წარმოამდგენლებიც, რომლებსაც საგანგებო ვითარების დროს, ჩარიცხვები იურიდიული პირებისგან 300 ლარზე ნაკლები უფიქსირდებოდათ.
4.მოხდეს მარტოხელა დედების დახმარება, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ ტურიზმზე და რომლებიც ვერ ხვდებიან ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კრიტერიუმებში
გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას მათზე დაკისრებული უფლებამოსილება მოსახლეობის წინაშე, გაგვიწიოს მყისიერი და გონივრული დახმარება და ნუ გვიქმნის უამრავ დაბრკოლებას დახმარებების მიღებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


