პოლიტიკა
გაგვიმართლა, რომ ევროკავშირში არაკვალიფიციური ხალხია, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდის - შალვა პაპუაშვილი
გაგვიმართლა, რომ ევროკავშირში არაკვალიფიციური ხალხია, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან სანქციები.
„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის მიმართ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იყო მიღებული. ერთადერთი, საბედნიერო ისაა, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხელმძღვანელობასთან გვაქვს საქმე, რომ ისინი ვერ აზიანებენ ვერც თავისუფალ სიტყვას და ვერც ქართველ ხალხს. ხედავთ, რომ თავისუფალი სიტყვაც ვერ დააზიანეს. თავისუფალი მედია და საქართველო ცხოვრებას აგრძელებენ, არაფერი შეცვლილა. ასევე ვერ დააზიანებენ ქართველ ხალხს. გაგვიმართლა, რომ არაკვალიფიციური ხალხია, რომელიც ჩვენს დაზიანებას ცდილობს და ესეც არაკვალიფიციურად გამოსდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


