სამართალი
გაგცემთ პასუხს გამოსვლისას - ანზორ ჩუბინიძე ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებულ სარჩელზე
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს.
ანზორ ჩუბინიძე „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ იმ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც თამბაქოს ბიზნესისა და „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზეა საუბარი.
ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრისას ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძეს აბარია ერთ-ერთი საქმე და ის არის ხელისუფლების სხვა პირებთან „მომგვარებელი,“ რაშიც მან გარკვეული თანხაც უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართალწარმოება უკვე დაწყებულია ლონდონის სასამართლოში.
თავად ჩუბინიძე ამბობს, რომ ბრალდებებს მოგვიანებით უპასუხებს.
„გაგცემთ პასუხს გამოსვლისას“ - განაცხადა ჩუბინიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


