პოლიტიკა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა
მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა შეიტანა.
„ჩვენ ვაპროტესტებთ ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც არჩევნების მეორე ტური დანიშნა სამუშაო დღეს. ცესკო-ს არ ჰქონდა უფლება, დაენიშნა არჩევნები სამუშაო დღეს. არსებული კანონმდებლობით, შეეძლო პირველი ტურის შედეგები შეეჯამებინა შაბათ-კვირას და მეორე ტური დაენიშნა არასამუშაო დღეს.
ესაბამისად, ყველა მოქალაქეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ შესაძლებლობა მიეცემოდა, თავისი არჩევანი დაეფიქსირებინა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ცესკო-ს განკარგულება აქვს არჩევნების გრაფიკის შესახებ, სადაც 1-ელი დეკემბერი არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლო თარიღად. სამწუხაროდ, ცესკო-მ ჯიუტად გაითვალისწინა მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთა. მოვითხოვთ, ბათილად იქნას ცნობილი ცესკო-ს გადაწყვეტილება, რაც დაავალდებულებს ცესკო-ს, ხელახლა იქნას განხილული ეს გადაწყვეტილება და არჩევნები დაინიშნოს არასამუშაო დღეს,” - განაცხადა ბეჟაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს, 28 ნოემბერს ჩატარდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


