პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს წინასაარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდეს
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„ახალი საქართველოს” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე დიპლომატებთან „ქართული ოცნების“ დავალებით არჩევნების გაყალბების მზადებაზე ისაუბრა.
გიორგი ვაშაძე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს ნეპოტიზმის ნიშნების გამოკვეთაზე საუბრობ.
მისი ინფორმაციით, მაგალითად თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ მაზლის ცოლი დანიშნა.
„რამდენიმე კონკრეტული თხოვნა გვქონდა, რომ უნდა შევქნათ საერთო მექანიზმი, რითაც ჩვენ ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას" და თამარ ჟვანიას, რომ ხელი აიღონ ამ გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბებაზე. პირველ რიგში, საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების დრო მოდის და არ შეიძლება დავუშვათ, რომ პროფესიულ ნაწილში ასე ცოლები დანიშნონ,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თავის მხრივ, როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით ფორმირდება.
„ეს ინფორმაცია მივაწოდეთ დღეს დიპლომატებს, ის, რომ ცესკო საოლქო კომისიებში ნიშნავს ნათესავებს, სუს-ის უფროსების ცოლებს და ა.შ. ამ ნიშნით ირჩევიან საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და სავარაუდოდ, იმავეს აპირებენ საუბნო კომისიის დონეზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის წევრები გეგმავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე დიპლომატების გარდა, ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიაწოდონ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


