პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი ჩანაწერებით, საჯარო მოსამსახურეეებს აიძულებენ, არჩევნებზე ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს
გაერთიანებულმა ოპოზიციურმა მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ სატელეფონო ჩანაწერები წარადგინა, რომლებიც, სავარაუდოდ, მიუთითებენ, რომ საჯარო მოსამსახურეებს აიძულებენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს.
ჩანაწერის ავტორი კონკრეტულ პირებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი ეკითხება კომპანიის თანამშრომლებს, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
-„ სატრანსპორტო კომპანიიდან ხომ მიიღეთ დავალება, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ?
- კი...
- და ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცეთ?
- ეგ კი, ეგ კი...“- პასუხობს ჩანაწერი ავტორს კომპანიის თანამშრომელი.
„ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, სადაც საჯარო მოხელეებს დედაქალაქის მაფიოზი მერი, კახა კალაძე აიძულებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს.
ჩანაწერებიდან ნათლად ირკვევა, რომ ამ ადამიანს აქვთ კონკრეტული დავალება მიღებული იმისათვის, რომ პრეზიდენტად აირჩიონ სალომე ზურაბიშვილი.
დედაქალაქის მერსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, შეწყვიტონ მოქალაქეებზე ზეწოლა, შეწყვიტონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა.
ასე , ჩემო მეგობრებო, არაფერი არ გამოვა.
ასევე მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვისზეც ახორციელებენ ზეწოლას, ვისაც სთხოვენ, რომ მათმა ოჯახის წევრებმა ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს, მოითმინეთ 28 ოქტომბრამდე, დაუქნიეთ თავი, გამოართვით თანხა, მიიღეთ მათი დავალება და 28 ოქტომბერს, როგორც მოგატყუათ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, ასევე მოატყუეთ თქვენ და გააკეთეთ კონკრეტული არჩევანი“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


