პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს მხრიდან გადასატანი ყუთებით გაყალბების მცდელობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ასაჯაროვებს
გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან გადასატანი ყუთებით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანან ის ადამიანები, რომლებიც ავადმყოფობის გამო ითხოვენ გადასატან ყუთს, მაგრამ რეალურად კარგად არიან.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც გაყალბების მთავარი კორპორაცია ამ ქვეყანაში და მისი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ჯიუტად და თავხედურად განაგრძობს გაყალბების ახალ-ახალი მეთოდების დანერგვას და გამოყენებას.
ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ თბილისში გაზრდილია გადასატან ყუთზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო მანიპულაციებისათვის, დღეს ჩვენ მიერ დადგენილია, რომ ჩუღურეთში პირველ ტურში თუ ღებულობდა მონაწილეობას გადასატანი საარჩევნო ყუთით 658 ამომრჩეველი, მეორე ტურისათვის ეს რიცხვი გაზრდილია 500-ზე მეტი ამომრჩევლით და ამ დროისათვის შეადგენს 1153 ადამიანს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


