პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს მიმართავს, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს. საგანგებო განცხადება, დღეს მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია“ ოფისში გაკეთდა.
საქმე ეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც მერაბიშვილის უფლებადამცველების განცხადებით, ყოველდღიურად მძიმდება.
„ძალა ერთობაშია“ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრს აკისრებს.
"იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი.
ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველო ლიდერთა შორის“ დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვანო მერაბიშვილს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარდეს.
როგორც მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში გამოკვლევების და მკურნალობის ჩატარების შემდეგ ვანო მერაბიშვილი სათანადო პირობებში უნდა გადაიყვანონ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


