პოლიტიკა
გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები საქართველოს სტუმრობენ
საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან. საინფორმაციო ტურის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს.
ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები მოინახულებენ ოკუპაციისა და ეროვნულ მუზეუმებსა და ტექნოლოგიურ პარკს. მუდმივი წარმომადგენლები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.
გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სარფის გამშვებ პუნქტს. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმსაც დაათვალიერებენ და ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყოველ წელს სტუმრობენ.
ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


