პოლიტიკა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-აშშ-ის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის და აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკის მონაწილეობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სუამი-აშშ-ის მრავალწლიან თანამშრომლობას და აშშ-ის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნულ ფორმატში. ხაზი გაესვა სუამის ფარგლებში სექტორალური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. აღინიშნა სუამის დიდი პოტენციალი საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სუამი-აშშ-ის ფორმატის ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების შემდგომი ეფექტური რეალიზაციისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


