პოლიტიკა
გაერო ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ტატუნაშვილის საქმეს - გაეროს ელჩი საქართველოში
საქართველოში გაეროს ელჩის, ნილ სკოტის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი სასწრფოდ გადაეცეს ოჯახს, ხოლო თავად ორგანიზაცია საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ძალიან დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს ტატუნაშვილის საქმეს. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას, რომელიც ამ ინფორმაციას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესია, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს და ასევე ორი ადამიანი იყოს განთავისუფლებული“, - განაცხადა სკოტმა.
საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს ახალგორის რაიონში საქართველოს სამი მოქალაქე: არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ამ დრომდე ქართული მხარისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმს არ გადმოუცია ტატუნაშვილის ცხედარი მისი ოჯახისთვის.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


