უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 დეკემბერი, 2018 17:00
font-size

გადმოდი ქალების მხარეს - „ქალთა მოძრაობა“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას აპროტესტებს

„გადმოდი ქალების მხარეს“ - ამ ლოზუნგით „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას დანიშვნა გააპროტესტეს.

„ქალთა მოძრაობამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მოითხოვა.

„ქალთა მოძრაობის“ დამფუძნებლის, ბაია პატარაიას განმარტებით, ისინი გაბუნიას მისი ადვოკატობის დროს გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდებიან, რომლითაც მან, პატარაიას შეფასებით, სექსუალური ძალადობა ნორმად მიიჩნია. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ზვიად დევდარიანის საქმეს, რომლის ინტერესებს დიმიტრი გაბუნია იცავდა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე მაღალ თანამდებობას იკავებდნენ ადამიანები, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებასთან ასეთი დამოკიდებულება აქვთ“, - განაცხადა პატარაიამ.

აქციის მონაწილეებმა ათონელის რეზიდენციასთან წითელი ლენტი დაამაგრეს წარწერით: "გადმოდი ქალების მხარეს".

თუ სალომე ზურაბიშვილი დღეს აქციის მონაწილეებს არ შეხვდება, „ქალთა მოძრაობის“ წევრები გეგმავენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართონ და შეხვედრა მოითხოვონ.

ცნობისთვის, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში „ქალთა მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მოუწოდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას გადახედოს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი