სამართალი
გადავწყვიტე რომ მოვიხსნა ადვოკატები, მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება - ირაკლი ჩხვირკია
ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა საკუთარი ადვოკატების აცილების თაობაზე.
როგორც ჩხვირკიამ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განმარტა, ის საკუთარ თავს დაიცავს და მას არ სჯერა სასამართლოს ობიექტურობის.
„გადავწყვიტე, რომ მოვიხსნა ადვოკატები. გთხოვთ, რომ სასამართლოდან გაათავისუფლოთ ისინი. მათი დახმარება სასამართლოში აღარ მჭირდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის ის, რომ მე სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას არ ველოდები. ამ ქვეყანაში არანაირ ობიექტურობას არ ველოდები“, - თქვა ჩხვირკიამ.
თავად ადვოკატების მიმართ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.
„ადვოკატების კვალიფიკაციაზე პრეტენზია არ მაქვს და არ მინდა, რომ მათ კარიერაში წაგებული საქმე იყოს“, -აღნიშნა ჩხვირკიამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


