სამართალი
გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს სასმართლო რეფორმაზე მოტივირებულ შენიშვნებს- პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციაში შესულია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი.
როგორც პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, მან მიიღო კონსტიტუციით მინიჭებული უფლება აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით და პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს უგზავნის.
„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამრთლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი გაძლიერება და გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომლის თაობაზეც და რომლის დანერგვაზე და ტექნიკურ უზნრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის მრავალი, ასობით ათასი ლარი, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილი იყოს. ასეთია მაგალითად, საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა,თუმცა, ამავე დროს ეს პაკეტი შეიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელ სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.
აქედან გამომდინარე, გამომდინარე ამ პაკეტისა და საერთოდ სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან, მე გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და აგრეთვე, გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას.
ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულ თანხვედრაშია იმ კანონებთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მე მიმაჩნია, რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


