პოლიტიკა
გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას - იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან - ირაკლი კობახიძე
გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოს და მოლდოვას.
„ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართველი ხალხის მიმართ. ხშირად ვადარებთ მოლდოვას ჩვენს ქვეყანას. კორუფცია ყვავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტეა ინსტიტუტების, დსთ-ს წევრია და ა.შ. ამის მიუხედავად, მოლდოვა ლამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად. იქ პარტიებს კრძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, აქებენ პირიქით, ამისათვის. პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საქებარ სიტყვებს იმსახურებს. საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება. აშკარად სახეზეა უსამართლობა, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საქართველოს და მოლდოვას. სად ჩანს კიდევ ერთი უსამართლობა განსაკუთრებით, ქართველი ხალხის მიმართ - მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45% იყო მომხრე. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში შემცირდა ნდობა, სამწუხაროდ, არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის, როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა ჯერ კიდევ არის 50%. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა გამოაცხადა მხარდაჭერა. ასეთ პირობებში, გადაწყვიტეს, დასაჯონ საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნეს სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ მართლაც სამარცხვინოა ის ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


