უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2018 15:50
font-size

გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიცვლება - ირაკლი კობახიძე

გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ კანდიდატი არ ეყოლება, არ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პარტიის თავმჯდომარის მხრიდან დასახელებული იყო სხვადასხვა არგუმენტი. მათ შორის საუბარი იყო იმაზე, თუ რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც შეირჩევა პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ არის საპარლამენტო სისტემა და საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს აქვს თავისი შემოფარგლული ფუნქციები. ის არ არის აღმასრულებელი. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი პარტიული კანდიდატი რომ დაგვეყენებინა, ის უნდა ყოფილიყო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ამით ამ ილუზიას ბუნებრივია, უფრო მეტად გავაძლიერებდით. ეს იყო არგუმენტი. ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა პარტიული კანდიდატის დაყენება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია თავისი კანდიდატით არ მიიღებს მონაწილეობას, რათა არ გაძლიერდეს ილუზია, რომელსაც ხელოვნურად აყალიბებდნენ პრეზიდენტის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

„პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ პარტიას არ უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატი, ანუ პარტია თავისი კანდიდატით არ უნდა წარმდგარიყო არჩევნებში. ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ეს. ჩვენ არ უნდა გავაძლიეროთ ილუზია. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გახდებოდა ჩვენი პარტიული ლიდერი, კიდევ უფრო გაძლიერდებოდა ილუზია პრეზიდენტის ჭარბ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვისმინეთ კონტრარგუმენტები, თუმცა არგუმენტი, რომელიც წარმოადგინა პარტიის თავმჯდომარემ, არის ძალიან ძლიერი. მეც ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება, თუ პარტია წარადგენს თავის კანდიდატს. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატის გარეშე ჩავერთოთ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში, ვფიქრობ, რომ არის სწორი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი