უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ივლისი, 2025 13:31
font-size

გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს - შალვა პაპუაშვილი

თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „რადიო თავისუფლება“ თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, როგორც პროპაგანდისტული მედია, აქვს დაფინანსება შეწყვეტილი და ტრამპის სურვილია, საერთოდ დაიხუროს „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს.

„შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია და მათი მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ახლა ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ჩვენ ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი ცნობილია, ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. ჩვენი ინტერესის სფერო არ არის, რომ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე რაიმე კომენტარი ვაკეთო. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს და ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენ შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„რადიო თავისუფლებამ“ აშშ-ის მოქმედ ელჩთან, რობინ დანიგანთან ჩაწერილი ინტერვიუს ნაწილი 6 ივლისს გაავრცელა. ინტერვიუში დანიგანი ასევე აცხადებს, რომ სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან ჰქონდა პასუხი აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, მარკო რუბიოსგან. მისივე თქმით, რუბიომ სთხოვა, ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი