პოლიტიკა
გადახედეთ სიტუაციას, ვის აწყობს დესტაბილიზაცია სატრანზიტო ქვეყანაში და გააკეთეთ დასკვნები, ვისი სცენარით მოქმედებს დღეს სააკაშვილი - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიცია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილი რევოლუციური სცენარისკენ უბიძგებს, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტი ცივილურად მოქცევისკენ მიუთითებს. ვოლსკის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შუალედური ვარიანტი შეარჩია, რათა თავის მხარდამჭერებს იმედი არ დააკარგვინოს.
„სახელმწიფოს რესურსი გააჩნია იმისათვის, რათა დესტაბილიზაცია თავიდან აირიდოს. გადახედეთ სიტუაციას, ვის აწყობს დესტაბილიზაცია სატრანზიტო ქვეყანაში და აქედან გააკეთეთ დასკვნები, ვისი სცენარით მოქმედებს დღეს სააკაშვილი. რასაკვირველია, გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან რთულ მდგომარეობაში უხდება გადაწყვეტილების მიღება: ერთის მხრივ არის ავანტიურისტი არაადეკვატური მოწოდებებით, მეორეს მხრივ, საზოგადოება, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი ვაშაძის ან გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი და მესამეს მხრივ, მთავარი თემა არის საერთაშორისო დამოკიდებულება არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ. ამ ვითარებაში მოიგონეს ე.წ. ოპტიმალური გადაწყვეტილება, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და ხალხს მოუწოდონ მიტინგებისაკენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ამის შესახებ ვაშაძემ ფილარმონიაში გამართულ შეხვედრაზე თქვა.
ოპოზიციამ ასევე დააანონსა აქცია, რომელიც კვირას 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


