პოლიტიკა
გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერ ნახავთ ხელისმოსაკიდებელს, რის გამოც შეიძლება მივცეთ ხმა - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბივილზე
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ქვეყანაში უკუსვლა უნდა მორჩეს, რის გამოც ამომრჩეველს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ბურჭულაძემ ლანჩხუთში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველთან შეხვედრაზე თქვა.
ბურჭულაძემ გააკრიტიკა ვაშაძის ოპონენტი, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ბურჭულაძის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის წიგნს რუსული მხარე საქართველოს წინააღმდეგ იყენებს სასამართლოებში, რომლებიც 2008 წლის ომს ეხება.
„ამ არჩევნებში ჩვენ ორი დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ერთი უკუსვლის გაჩერება და მეორეა წინსვლა.
თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის ილუზია, რომ შეიძლება „ოცნებამ“ თავისი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაიყვანოს, ეს არის უკუსვლა, არ ვუსურვებ საქართველოს ამას, ის არის ქართველი? არ არის, მან საქართველო იცის მოყოლით, ის ვერ მეტყველებს ქართულად, არ არის ამ ქვეყნის პატრიოტი, თქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი რუსეთთან, მის დაწერილ წიგნს იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ სასამართლოებში. ეს უკუსვლა უნდა მორჩეს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ამის ილუზიაც, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, ვერ ნახავთ ხელისმოსაკიდებელს, რის გამოც შეიძლება მივცეთ ხმა.
წინსვლა არის ის, როცა ავირჩევთ ისეთ ადამიანს, როგორიც არის გრიგოლი. ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება საქართველოსთვის იღვაწა. უკუსვლა უნდა მორჩეს, სალომე ზურაბიშვლის არარჩევით ჩვენ ნაწილობრივ ვიშორებთ ბიძინა ივანიშვილს და ვირჩევთ საქართველოს მომავალს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


