უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2025 17:12
font-size

გადაიხადე PLUS და MR ქულებით და მიიღე ფასდაკლება 20-მდე სასტუმროში

საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელებისთვის კარგად ნაცნობია PLUS და MR ქულების სისტემა – ყოველი გადახდისას ავტომატურად აგროვებთ ქულებს, შემდეგ კი მათი გადაცვლა სხვადასხვა ნივთსა თუ მომსახურებაში შეგიძლიათ. MR ქულებს საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები აგროვებენ, ხოლო PLUS ქულების დაგროვება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას ხდება, გამორჩეულად მეტი PLUS ქულა კი PLUS ბარათით გროვდება.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებლებს – აპრილის ბოლომდე, 20-მდე პარტნიორ სასტუმროში PLUS და MR ქულებით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის შემდეგ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დასასვენებლად წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი.

სად შეგიძლიათ ისარგებლოთ შეთავაზებით?

კახეთი

კახეთი ყველა სეზონზე თავისებურად ლამაზია, გამონაკლისი არც გაზაფხულია, როცა თბილი მზით განათებული მინდვრები და ახლადამწვანებული ვენახები ნელ-ნელა გამოღვიძებას იწყებს. საქართველოს ბანკის შეთავაზება კახეთის ხუთ სასტუმროზე იმოქმედებს. მათ შორისაა ამბასადორი კაჭრეთი, ჩოგბურთისა და გოლფის კორტებით, წინანდლის რედისონი, თავისი ისტორიული მარნით, მუზეუმითა და პარკით და ყვარლის ტბა, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს თავისი არაჩვეულებრივი მდებარეობით.

სამთო კურორტები

მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანს და გუდაურსა უმეტესად ზამთრის კურორტებად ვიცნობთ, მათი უნიკალური ბუნება, მთები, ტყეები და ჰავა გაზაფხულზეც შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დასასვენებლად. სამთო კურორტებიდან გამორჩევა სხვანეთიც, სადაც დასასვენებლად წასვლა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა. Marco Polo, Bakuriani Inn, Best Western Gudauri და Gistola იმ სასტუმროების ჩამონათვალია, სადაც საქართველოს ბანკის შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ და მონატრებული გაზაფხულის პირველ მზის სხივებს მაღლმთიან ადგილას შეხვდეთ.

ქუთაისი

ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ქალაქია, სადაც წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესოა მოგზაურობა. ყოველ ჩასვლაზე შეგიძლიათ ახალ-ახალი ადგილები აღმოჩინოთ, ამ გამოცდილების მიღებაში კი ხშირად სასტუმროები გვეხმარება. ქუთაისში მასპინძლობას ორი თანამედროვე სასტუმრო გაგიწევთ – Best Western Kutaisi და Kutaisi Inn, სადაც PLUS და MR ქულებით გადახდისას ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ბორჯომი/საირმე

თუ გაზაფხულის პირველი დღეების გატარება მშვიდ გარემოში გაქვთ გადაწყვეტილი, ბორჯომი და საირმე იდეალური ვარიანტებია, სადაც ფიჭვნარი ტყეები და მთის სუფთა ჰაერი დაგხვდებათ. სასტუმროები Borjomi Likani და Borjomi Palace ბორჯომის ცენტრში, წიწვოვანი ტყეების შუაგულში მდებარეობს, სულ ახლოს მინერალური წყლის საბადოებისგან, რითიც ეს ადგილი გამოირჩევა. რაც შეეხება საირმეს, საქართველოს ბანკის შეთავაზება აქ ორ სასტუმროში – Crown Plaza-ში და Sairme Resort-ში იმოქმედებს.

გორი

გორი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობებით არ არის გამორჩეული. ქალაქში დაგხვდებათ თანამედროვე სასტუმრო Gori Inn, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და კომფორტული დასვენების ყველა პირობას გთავაზობთ. სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილია გამწვანებული პარკი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აუზითაც ისარგებლოთ, აქტიური დასვენების მოყვარულებს კი სასტუმროში ველოსიპედებიც დახვდებათ.

ქულების დაგროვება და გადაცვლა

PLUS ქულების დაგროვება ძალიან მარტივია – ნებისმიერი გადახდისას ისინი ავტომატურად ემატება თქვენს ანგარიშს. ხშირად, სასიამოვნო მოულოდნელობაა, როცა აღმოაჩენთ, რომ საკმარისი ქულები დაგიგროვდათ სასურველი პროდუქტის ან მომსახურების მისაღებად. გაზაფხულის სეზონზე PLUS ქულების გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა მათი გადაცვლაა სასტუმროების ფასდაკლებებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაკრები L-ის მფლობელები PLUS ქულებით გადახდისას დამატებით 10% ფასდაკლებით სარგებლობენ. შესაბამისად, პარტნიორ სასტუმროებში 30% ფასდაკლებით ისარგებლებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის და სასტუმროების სრული ჩამონათვალის სანახავად, შეგიძლიათ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდს ეწვიოთ.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი