სამართალი
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს - უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ფარგლებში დააკავეს, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ჰქონდა.
როგორც ნანაუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა დაკავებული.
მისივე თქმით, ბრალდებული სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს.
„ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ქონას. ის ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც ტარდებოდა სპეცოპერაცია. როგორც დაკავებული აღნიშნავს, მხოლოდ ერთ ადამიანს იცნობდა იქიდან. ის ასევე იყო დაინტერესებული მეტი ინფორმაცია მიეღო სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რაზეც ჩვენ მას ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


