უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2025 15:27
font-size

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის არაბებისთვის გადაცემას, რაც არის ერთი მხრივ, „ანტიეროვნულ გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, არაბული აფიორა“.

„კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობისგან ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმა. ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის (კრწანისის ტყე-პარკში და გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე) არაბებისთვის გადაცემას. ეს ასევე შემდგომში გულისხმობს ამ ორ ლოკაციაზე, კრწანისსა და გონიოში ორი არაბული ქალაქის მშენებლობას. სიტყვა-სიტყვით ითქვა ამ არაბული კომპანიის წარმომადგენლის მიერ, რომ აშენებულ ქალაქებში ქონების მინიმუმ 60% უცხოელებზე გაიყიდება. იქვე ჩამონათვალი მოვისმინეთ არაბი ბატონისგან, რომ საუდის არაბეთის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენლები შეიძენენ ქონებას.

ჩვენივე ღრმა რწმენით, ვიღებთ ორივე არაბულ ქალაქს თბილისის მახლობლად და აჭარაში, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული გადაწყვეტილება.

ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გააფორმეს. ნაცვლად ამისა, ვიღებთ დუმილს, სახელისუფლებო არხების, სახელისუფლებო პროპაგანდისტების შემოსევას და ათას ჭორ-მართალს ჩვენთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას და კობახიძეს, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან არის გაფორმებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხელშეკრულებაში ძალიან ბევრი ანტისახელმწიფოებრივი რამ წერია. თუ ეს ასე არ არის, რატომ დუმს მთავრობა, რატომ არ ასაჯაროებს ამ კონტრაქტს? მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი