უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მაისი, 2025 11:05
font-size

გაამრავლე ერთი ასად - საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდასაჭერ კამპანიას აგრძელებს

აგრობიზნესის მხარდასაჭერად და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს ბანკი კამპანიას „გაამრავლე ერთი ასად“ აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, აგრობიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერა შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით მიიღონ, ამასთან, თანადაფინანსებით ისარგებლონ.

კამპანიის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით სარგებლობა შეუძლია სხვადასხვა მიმართულების აგრობიზნესს, რომლის მიზანი საქმიანობის გაფართოებაა, ან დამწყებ მეწარმეს, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა სურს. დაფინანსების მოპოვება მომხმარებლებს სხვადასხვა მიზნობრიობით შეუძლიათ. მათ შორის:

მრავალწლიანი კულტურების გასაშენებლად

ლურჯი მოცვის, თხილის, დაფნის, ვაშლის, გოგრა ბალისა და მსხლის ბაღების გაშენებისა თუ მოვლა-პატრონობისთვის. 3-4 წლის განმავლობაში მომხმარებლებს ყველა ხარჯის დაფინანსება შეღავათიანი პირობებითა და მოქნილი გრაფიკით შეუძლიათ. საგულისხმოა, რომ აგროდაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, მომხმარებელი გადახდას მოსავლის აღების შემდეგ დაიწყებს. პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08%, სუბსიდია კი საპროცენტო განაკვეთის 11%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს.

ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად

ბოსტნეულის, მარცვლეულის ან სხვა ერთწლოვანი კულტურების დასათესად, მოსაყვანად და მოსავლელად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლონ და მიიღონ სპეციალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პირობები.

პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 15.08%, რომელზეც 12 თვის განმავლობაში 11%-მდე სუბსიდია მოქმედებს.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეგატების და მისაბმელი საშუალებების შესაძენად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს შეღავათიან აგროკრედიტს სთავაზობს. აგროკრედიტის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ თანადაფინანსებით, წლიური 11%-მდე ოდენობით. ეფექტური საპროცენტო განაკვეთია ლარში 15.08% .

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია აგროკრედიტები მარნების მოსაწყობად და აგროტურიზმის განვითარებისთვის, ატმის ან ვაშლატამის ბაღების გაშენებისთვის, ან იონჯის მოსაყვანად. ყველა ტიპის აგროკრედიტზე სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

“კამპანიით „გაამრავლე ერთი ასად“ გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ აგრობიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ მეწარმეებს, რომ ბანკი მათ საქმიანობაში აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებს და ვეძებთ თანამშრომლობის გზებს შეღავათიანი დაფინანსების წყაროების შეთავაზებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებითა და რეგიონებში მეწარმეობის წახალისებით გამოიხატება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ მომხმარებლების საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებული პროდუქტების შემუშავებას“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი