უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ივნისი, 2017 13:50
font-size

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების პრივატიზაციის მიზნები ბუნდოვანია - ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს

სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ფსიქიკური დაწესებულებების: ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობას მიმართავს.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, ბუნდოვანია, რა მიზნებს ემსახურება აღნიშნული ცენტრების პრივატიზაცია და რატომ მიმდინარეობს ნაჩქარევად.

სახალხო დამცველის ერთი-ერთი მოთხოვნით, პრივატიზებული დაწესებულებების მუშაობის პრინციპი გამჭვირვალე უნდა იყოს, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია მფლობელისა და ბიზნეს-გეგმების შესახებ.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ:

„2017 წლის 23 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა – „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.

სპეციალური ანგარიშისთვის ჩატარებული კვლევის პროცესში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს.

როგორც კვლევამ აჩვენა, ბუნდოვანია პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციისა და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში. პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს. ინსტიტუციათა პრივატიზაციას არ აქვს ერთიანი ფორმატი და არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვისა და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. ინვესტორის ბიზნეს-მოდელი გაურკვეველი რჩება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის პროცესს თან უნდა ახლდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსახორციელებელი სტანდარტები მომსახურების ხარისხთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების ასპექტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა კვალიფიცირებული პირებისგან შემდგარმა სახელმწიფო მონიტორინგის ორგანომ ჩაატაროს რეგულარული ინსპექციები; შესრულების ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ყველა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საავადმყოფოში, ერთნაირი სახით და თანაბარ პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სასამართლო ფსიქიატრიასა და იძულებითი მკურნალობის განყოფილებებს, ხოლო მონოპოლიის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულებას გახსნა.

უპირობოდ უნდა მოხდეს კლინიკური პერსონალის პროფესიული ცოდნისა და უნარების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება. რეაბილიტაციის პროცესში კი მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად საჭიროა პაციენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.

გამჭვირვალე უნდა იყოს დაწესებულებების მუშაობის პრინციპები, ასევე ინფორმაცია მფლობელისა და ბიზნეს-გეგმების შესახებ. მიწოდებულმა სერვისებმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ფინანსური და კლინიკური სტანდარტები.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი