პოლიტიკა
ფრაქცია ნაციონალურ მოძრაობაში სახელწოდების შეცვლასა და თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობენ
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წევრები ფრაქციის სახელწოდებისა და თავმჯდომარის კანდიდატურაზე მსჯელობენ.
გავცრელებული ინფორმაციით, ნიკა მელიას შემცვლელად არჩევანი სამ ადამიანს შორის გაკეთდება. ესენია, ირაკლი აბესაძე, სერგი კაპანაძე და ოთარ კახიძე.
როგორც მედიასთან საუბარში სხდომის დაწყებამდე ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, შესაძლოა, არსებული უმცირესობის ფარგლებში პარლამენტში დამატებით ორი ფრაქცია შეიქმნას.
„ჩვენ მოვახდენთ ფრაქციის სახელის შეცვლას, ფრაქციის ხელმძღვანელი პირების დამტკიცებას და შევქმნით ორ ფრაქციას, როგორც მინიმუმ ამ უმცირესობის ფარგლებში, შეიძლება სამსაც. ნიკა მელიას გადაყენება არ არის მთავარი თემა. აქ მთავარი თემა არის ის, რომ ფრაქცია იცვლის სახელს და ახალი ხელმძღვანელობა ეყოლება გუშინდელი რეალობიდან გამომდინარე. ამის შედეგი იქნება ის, რომ ნიკა ვეღარ იქნება ამ ფრაქციის თავმჯდომარე. იქნება ახალი თავმჯდომარე“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობიდან ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის გამოყოფის საკითხს, კაპანაძემ აღნიშნა, რომ აღარ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებთან „შპილკაობას“, რადგან ამიერიდან მათი მთავარი საზრუნავი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ აღარ ვაპირებ კომენტარები გავაკეთო ამ ჩვენი შიდა, წარსულში დარჩენილ დაპირისპირებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ დავიწყეთ მომავალზე ზრუნვა, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა და არა ერთმანეთში „შპილკაობა“ და რაღაც კომენტარების გაკეთება“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


