უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 იანვარი, 2017 14:50
font-size

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე „ევროპული საქართველო“ჰქვია

ნაციონალური მოძრაობიდან წასული ე.წ ბოკერია-ბაქრაძის გუნდის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას სახელწოდება შეუცვალეს.

ამიერიდან ფრაქციას „ევროპული საქართველო“ ჰქვია.

გარდა ამისა, მიღებული ცვლილებების მიხედვით, ყოფილ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას ნაცვლად, სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გიგი წერეთელმა გააცნო.

„ჩატარდა ფრაქციის სხდომა. დღის წესრიგში იყო რამდენიმე საკითხი, საორგანიზაციო საკითხები. პირველი, ეს არის ის, რომ ფრაქციას შეეცვალა სახელწოდება და მას „ევროპული საქართველო“ ეწოდა, შესაბამისად, შეიცვალა ფრაქციის ხელმძღვანელობა და ამ ფრაქციის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა სერგო რატიანი“,-აღნიშნა წერეთელმა.

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისთვის“, რომლის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაა, ამ ფრაქციასაც შეეცვალა სახელწოდება და მას „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ ეწოდა.

გარდა ამისა, ამ ფრაქციაში ირაკლი აბესაძე და თენგიზ გუნავა გადავიდნენ, რადგან ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი ოფიციალური გაყოფის შემდეგ, ფრაქცია რომან გოცირიძემ და სალომე სამადაშვილმა დატოვეს.

ფრაქციის არსებობისთვის კი 6 დეპუტატია საჭირო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი