პოლიტიკა
ფრაქცია ”ევროპული საქართველო” პარლამენტში ე.წ. ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო ფრაქცია ”ევროპული საქართველო” პარლამენტში ე.წ. ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფის ჩამოყალიბების და რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ინიციატივით გამოდის.
ფრაქციამ პარლამენტს მიმართა კანონპროექტით, რომლის მიხედვით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ქვეყნისათვის სტრატეგიულ ობიექტებთან ან სტრატეგიულ მიმართულებებთან არსებულ კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებული ფაქტების გამოკვლევის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, პარლამენტში ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე სერგო რატიამა აღნიშნა, მომზადებული პროექტის თანახმად, ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფი უმცირესობაში შემავალი ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იქმნება, გადაწყვეტილება კი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის არანაკლებ 1/5-ის მიერ მიიღება.
რატიანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა იმ პროცესებმა განაპირობა, რომელიც ”გაზპრომთან” მოლაპარაკებებს უკავშირდება.
”პროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფოში არის კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული გარიგებები, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
გარიგებები დაკავშირებულია ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებთან და საკითხები არ არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რომელიმე კომპანიის ფინანსურ შემოსავალზე. პარალელურად, ვერ ხერხდება საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და მიუხედავად გარიგებების მნიშვნელობისა, ინფორმაციაზე წვდომა შეუძლებელია. ჩვენ მიერ მომზადებული პროექტის მიზანს წარმოადგენს სწორედ ის, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებობა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - პარლამენტის ინტერფრაქციული ნდობის ჯგუფს მიეცეს”, - განაცხადა სერგო რატიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


