პოლიტიკა
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანდება
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ევროპული სახალხო პარტიაში გაწევრიანდება.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, ბრიუსელში EPP-ს წევრებთან, მათშორის პარტიის ხელმძღვანელ ჯოზეფ დოულისთან გამართეს შეხვდრები.
როგორც მედიას გიგი უგულავამ განუცხადა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, „ევროპული საქართველო“ EPP-ს წევრი გახდება.
უგულავა იმედოვნებს, რომ პროცედურული საკითხები მალე დასრულდება.
„დოულიმ თქვა, რომ ზეწოლა მთავრობაზე გაგრძელდება, რომ პოლიტპატიმრებმა რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ საპატიმრო. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ახალი პარტიის EPP-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ფორმალური პროცედურები უკვე დაწყებულია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება მალე შევძლებთ უკვე სრულფასოვნად ვიყოთ წარმოდგენილი იპპ-ში“,-განაცხადა გიგი უგულავამ.
დავით ბაქრაძის თქმით, კი „ევროპულ საქართველოს“ მხარდაჭერა ყველა დონეზე აქვს.
„ჩვენ ამ პარტიაშა, ამ პოლიტიკურ ოჯახში გვყავს უამრავი მხარდამჭერი და გულშემატკივარი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ამ პოლიტიკურ ოჯახში გავწევრიანდებით“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


