პოლიტიკა
ფრანგი საქართველოს სათავეში - ფრანგული ტელეარხი სალომე ზურაბიშვილზე
„ფრანგი საქართველოს სათავეში“, - ასეთი სათაურით გამოეხმაური ფრანგული ტელეარხი LCI საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.
„ყოფილმა ფრანგმა დიპლომატმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიების კოალიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 59,6% მიიღო. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი 2003 წელს საფრანგეთის ელჩად დაინიშნა საქართველოში, ხოლო 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მიხეილ სააკაშვილის მთავრობას შეუერთდა. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მისი თქმით, 2008 წლის ომი იმიტომ დაიწყო, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა რუსულ პროვოკაციაზე წამოგებით. მისი მოწინააღმდეგები მას ქართული ენის ცუდად ფლობის გამოც აკრიტიკებდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტი წარმომადგენლობითია, ვინაიდან აღმასრულებელი უფლებამოსილების უმეტესი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელშია”, - იუწყება ტელეარხი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


