სამართალი
,,ფოტოგრაფების საქმეზე’’ ეკა ბესელია იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება.
ბესელია 2006 წელს, გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო , როდესაც ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ბესელიას განცხადებით, აბდალაძემ ციხეში შეხვედრის დროს უთხრა, რომ ოჯახის წევრების სიცოცხლით ემუქრებოდნენ.
„ფოტოგრაფების საქმე“ ჩემს საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული, მძიმე და ემოციური საქმე იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს ის ურთულესი დღეები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა; ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ხორციელდებოდა დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. გიორგი აბდალაძის დაცვის უფლება ისე აშკარად და უხეშად დაირღვა, რომ ამის მტკიცება ობიექტური გამოძიების პირობებში არ გაჭირდებოდა. მაშინ ყველა იმ უკანონობაზე რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ხდებოდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, ვაფიქსირებდი პროტესტს ოქმებში. დღეს სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი ამ საქმეზე. იმ უკანონობას, რაც ხდებოდა მაშინ, მათ შორის, ვისაუბრებ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო და რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე, როდესაც აღაიარებინეს ჯაშუშობის უმძიმესი ბრალი ფოტოკორესპონდენტებს. ახლა უკვე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რაზეც ვსაუბრობდი მაშინ, რომ ეს უკავშირდებოდა 26 მაისის ცნობილ მოვლენებს და დღეს უკვე ამის დამტკიცება არ იქნება რთული“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


