უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 სექტემბერი, 2025 14:23
font-size

ფონიჭალის დასახლებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება - 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძის თქმით, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონის“ აბები, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონის“ აბები, ასევე „ჰეროინის“, „მორფინისა“ და „კოდეინის“ შემცველი ორ ლიტრამდე სითხე.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ე.ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარებას. აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს დაუღალავი შრომისთვის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი